დარჩელში ავტომობილი ქვეითს დაეჯახა

დარჩელში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 1 ადამიანი დაშავდა.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა. დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი და მას სასწრაფო ოპერაცია უტარდება.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები არიან მობილიზებული. მძღოლი დააკავეს.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი