ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სენაკი-ნოსირის გზის მონაკვეთზე. მაღალი სიჩქარით მოძრავი მანქანა კაცს დაეჯახა, რომელიც გზაზე გადადიოდა.
მოქალაქე ადგილზევე დაიღუპა, მისი ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.
მსუბუქადაა დაშავებული მანქანის მძღოლიც. ის პოლიციამ უკვე დაკითხა.
მომხდარზე გამოძიება დაიწყო.