ავარია სენაკში – მოქალაქეები აალებულ ავტომობილში დაიღუპნენ


სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოსირში ავტოსაგზაო შემთხვევას მსხვერპლი მოჰყვა. ადგილობრივების ინფოემციით, ორი მსუბუქი ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ, გაზზე მუშაობდა, ერთმანეთს შეეხჯახა, რა დროსაც ორივე აალდა და დაიწვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 2 ადამიანი, 2 კი დაშავდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა ხანძარი ჩააქრეს, თუმცა თვითმხილველების თქმით, ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ მანქანაქში მსხდომი მოქალაქეები მაშველების მისვლამდე, რამდენიმე წუთში იმსხვერპლა.

მეორე ავტომობილიდან კი საბედნიეროდ, ორმა მოქალაქემ გადმიოსვლა მოასწრო და გადარჩა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის, მე-8 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები

დატოვე კომენტარი