10 წლის გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც წუხელ ზუგდიდში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა, სტაბილურად მძიმედ რჩება.
დაშავებული ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში, პედიატრიულ განყოფილებაში რეანომობილით გადაიყვანეს.
ახლობლების ინფორმაციით, გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება და აღენიშნება სხეულის მრავლობითი მოტეხილობა.
ცნობისთვის, ავტოსაგზაო შემთხვევა ზუგდიდში გუშინ გვაინ ღამით დაეჯახა. ბებია და შვილიშვილი გადადიოდნენ გზაზე, რა დროსაც მათ მანქანა დაეჯახათ. ბებია ადგილზე გარდაიცვალა.