ავსტრიის საპარლამენტო დელეგაცია რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფებოდა.
ზუგდიდის მერმა მამუკა წოწერიამ, მოადგილესთან კონსტანტინე კაკავასთან ერთად, ავსტრიის საპარლამენტო დელეგაციას, გამყოფ ხაზთან მდებარე რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო დაათვალიერებინა.
როგორც მერმა აღნიშნა, ახალი საავადმყოფო თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი და კვალიფიციური მედპერსონალითაა დაკომპლექტებული. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საავადმყოფო როგორც ადგილობრივებს, ასევე ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოსულ მოქალაქეებს სრულფასოვან სამედიცინო მომსახურებას უწევს.
ასევე, დელეგაციის წევრები, რომელსაც ავსტრიის პარლამენტის ფედერალური საბჭოს თავმჯდოამრე კლაუდია არპა ხელმძღვანელობს, რუხის მულტიფუნქციურ სათემო ცენტრ “ჩემი მორდუ”-ს ესტუმრნენ და სიმბოლურად ხეები დარგეს.
დელეგაციასთან ერთად, ზუგდიდში ავსტრიის ელჩი საქართველოში თომას მიულმანი იმყოფება.
დელეგაციის ვიზიტი ზუგდიდში 17 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.