ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედროები არჩევნების მეორე ტურში დღეს მონაწილეობენ

ავღანეთში მყოფი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში დღეს, იღებენ მონაწილეობას.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ავღანეთის დროით 07:00 საათზე, ორი საარჩევნო უბანი გაიხსნა – ბაგრამის საარჩევნო უბანი – „ბაგრამის საავიაციო ბაზაზე” და №2 მაზარი-შარიფის საარჩევნო უბანი – „ბაზა მარმალიზე”.

ცესკოს ცნობით, ორივე საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულია 896 სამხედრო მოსამსახურე.  ბაზაზე როცა ყველა ჯარისკაცი დააფიქსირებს არჩევანს, ასევე გადასატანი ყუთის ამომრჩევლებიც მიიღებენ მონაწილეობას, პროცესი დასრულდება, თუმცა, ეს პროცესი უნდა დასრულდეს არა უგვიანეს 20:00 საათისა ავღანეთის დროით. ამის შემდეგ, დალუქულ დოკუმენტაციას ჩამოიტანენ კომისიის წევრები და 28 ნოემბერს დაითვლიან ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში.

ავღანეთში, 26 ნოემბერს, არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ცენტრალური საარჩევნო კომისის სხდომაზე მიიღეს.

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური საქართველოს მასშტაბით 28 ნოემბერს გაიმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი