ავსტრიაში საქართველოს ელჩი ქეთევან ციხელაშვილი იქნება

ავსტრიაში საქართველოს ელჩი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი იქნება, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ვენაში ახალი ელჩი გვეყოლება, ქალბატონი ქეთევან ციხელაშვილი, რომელიც სახელმწიფო მინისტრი გახლდათ და ვფიქრობ, მისი გამოცდილება ამ მიმართულებით იქნება ასევე უაღრესად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი