ავტო შოუს გამარჯვებულები 5 კატეგორიაში დააჯილდოეს

ზუგდიდში, ინგირის აეროპორტის ტერიტორიაზე ავტო მოყვარულთა შოუს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა.

ავტო შეჯიბრებებში გამარჯვებულები 5 კატეგორიაში გამოვლინენ. პირველი ადგილების მფლობელებს 600 ლარი, 150 ლლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 1000 ლარიანი VIP ბილეთი გადაეცა. მეორე ადგილის მფლობლ ხუთივე მონაწილეს 400 ლარი, 100 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცა. მესამე ადგილზე გასულ ავტომრბოლელებს კი 200 ლარი, 50 ლიტრი ბენზინი და Gem fest-ის 250 ლარიანი მრავალჯერადი ბილეთი გადაეცა. პრიზები გამარჯვებულებს ღონისძიების ორგანიზატორებმა და სპონსორებმა გადასცეს. დაჯილდოების ცერემონიალს დაესწრო გუბერნატორი ლევან შონია. რომელმაც აღნიშნა რომ ავტო-მოტო შეჯიბრი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს და მისი განვითარება მოხდება.

ღონისძიების სპონსორები არიან: თეგეტა მოტორსი, ვისოლი, ანაკლიის განვითარების კონსორციუმი, GT Performance, Gem Fest, Palm Beach, Nadi group, საკონდიტრო ბომბორა და მეტრო პლიუსი.

საინფორმაციო მხარდამჭერები: Ipress.ge, Newsportal.ge, smo.ge

რეგიონში ავტო-მოტო შეჯიბრის ჩატარების იდეის ავტორი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონიაა, ღონისძიება „Western Drivers Club სამეგრელო“-ს ორგანიზებით, და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციის, ზუგდიდის მერიის და ზუგდიდის გამგეობის მხარდაჭერით ტარდება.

ავტო-მოტო მოყვარულთა შოუ „ახალგაზრდობის წლის“ ფარგლებში ტარდება, შეგახსენებთ, რომ 2016 წელი სამეგრელო ზემო სვანეთის გუბერნატორმა რეგიონში ახალგაზრდობის წლად გამოაცხადა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი