კარგად ცნობილი შეზღუდვა, ერთი ავტომობილში სამი ადამიანის რაოდენობით, გავრცელდება მხოლოდ ტაქსებზე, სხვა ყველა საავტომობილო საშუალებებში გაუქმდება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
„მივიღეთ გადაწყვეტილება ერთ ავტომობილში სამი ადამიანის შეზღუდვა გაგრძელდეს მხოლოდ ტაქსებზე და სხვა ყველა საავტომობიო საშუალებაში გაუქმდეს“, – განაცხადა გახარიამ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობა მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებებს, სადაც მოქალაქეებს მისცემს საშუალებას, შეძლებისდაგვარად იშრომონ და შემოსავალი მიიტანონ თავიანთ ოჯახებში.