ახალკახათელები ორ კილომეტრიანი გზის საფარის დაგებას ითხოვენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათის მოსახლეობის ნაწილმა საპროტესტო აქცია გამართა. ისინი სოფლის ცენტრში ორ კილომეტრიანი გზის საფარის დაგებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ადგილობრივ მტავრობას არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ და პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა უყურადღებობამ გამოიწვია.

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვაც სცადეს, რისი საშუალებაც მათ პოლიციამ არ მისცა.

დღევანდელ აქციაში მონაწილეობა მიიღეს “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებმაც.

ახალკახათელების მოთხოვნას ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია გამოეხმაურა, რომლის ინფორმაციით, აღნიშნული გზის საფარის დაგებაზე ტენდერია გამოცხადებული, რომელიც მიმდინარე წლის 19 ოქტომბერს დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი ზუსტი დრო, თუ როდის დაიწყება შესაბამისი სამუშაოები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი