ახალკახათში უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალკახათში მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიციო გამოკვლევები ჩაუტარდა. მოსახლეობას უფასო გამოკვლევები ქუთაისში არსებული კლინიკა “ბომონდი”-ს სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა ჩაუტარეს.

მთელი დღის განმავლობაში სოფელ ახალკახათის მოსახლეობას საშუალება ჰქონდა სამედიცინო მომსახურება ისეთი დარგის სპეციალისტებისაგან მიეღო, როგორიცაა: თერაპევტი, კარდილოგი, ოჯახის ექიმი, ენდოკრინოლოგი, დერმატო-ვენეროლოგი, მეან-გინეკოლოგი, ექოსკოპისტი.

კლინიკა “ბომონდი”-ს აცხადებენ, რომ მსგავსი ტიპის საქველმოქმედო აქციებს მომავალშიც გააგრძელებენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი