ახლად არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეძლებენ

21 ოქტომბრის თვითმმართველი ქალაქის მერის არჩევნების პირველი ტურის შედეგად 64-დან არჩეულია 58 მერი. ახლად არჩეული მერები უფლებამოსილების განხორციელებას 12 ნოემბრიდან შეძლებენ.

თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტური 12 ნოემბერს 6 საარჩევნო ოლქში გაიმართება. ამომრჩეველი აირჩევს თვითმმართველი ქალაქის – ქუთაისის და თვითმმართველი თემების: ყაზბეგის, ხაშურის, ბორჯომის, ოზურგეთისა და მარტვილის მუნიციპალიტეტის მერებს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი