აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის შექმნილ ჯგუფებს შესაბამისი აღჭურვილობა და პრეპარატები გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფების წევრებს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლისათვის საჭირო სპეციალური აღჭურვილობა და პრეპარატები გადასცეს.

ჯგუფებს, რომლებიც შეწამვლის სამუშაოებს განახორციელებენ, ტექნიკის და პრეპარატების გამოყენებასთან დაკავშირებით სპეციალური ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სურსათის ეროვნულმა სააგენტომ შეისყიდა შესაბამისი პრეპარატი და ტექნიკა, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს.

საქართველოს მთავრობის განკარგულებით ,,აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების“ ფარგლებში ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის 14 213 ჰა თხილის ფართობის დასამუშავებლად საჭირო მუშა–ხელის შრომის ანაზღაურებისთვის 1 421 300 ლარი და 7-ტონამდე საწვავი გამოიყო.

ხოლო იმ ბენეფიციარებს, რომელთაც საკუთრებაში გააჩნიათ 1,5 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, პრეპარატი უსასყიდლოდ გადაეცათ.

შეწამვლა უახლოეს დღეებში დაიწყება და ეტაპობრივად 48 ადმინისტრაციულ ერთეულში განხორციელდება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი