ბაჩანა შენგელია დედის გარდაცვალების ახალ დეტალებზე საუბრობს

ბაჩანა შენგელია დედის, ზუგდიდის მეექვსე საჯარო სკოლის დირექტორის ია კერზაიას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას მთავრობას აკისრებს.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ უკვე მეორედ არ გამოყო ექსპერტები იმისთვის, რომ დადგინდეს ია კერზაიას ინსულტი უკავშირდება თუ არა სტრესს.

„გვითხრეს, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ საერთოდ არ გამოუყო სპეციალისტი. შესაბამისად ეს არის კიდევ ერთი დადასტურება იმ ფაქტისა, რომ ია კერზაიას საქმის გაყალბებაში, მისი საქმის გამოუძიებლობაში ჩართულია მთელი სისტემა, მთელი სამთავრობო მანქანა და გუშინდელი პასუხებით კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ამ საქმის გაყალბებაში ჩართულია სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო“, – განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი