ბადრი ესებუა ნამდვილად საქართველოშია – ვახტანგ გომელაური

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის ინფორმაციით, „საქართველოს ბანკზე“ თავდასხმაში ბრალდებული ბადრი ესებუა საქართველოში იმყოფება.

მისი თქმით, ესებუას საპოვნელად საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

,,ჩვენ ვმუშაობთ და თუ ვინმეს ყველაზე მეტად უნდა, რომ ეს ადამიანი დააკავოს , ეს ჩვენ გვინდა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უნდა, რა თქმა უნდა“, – განაცხადა გომელაურმა.

შეგახსენებთ, რომ შს სამინისტროს ცნობით, გასული წლის 25 ოქტომბერს ზუგდიდში, ბადრი ესებუამ „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა განახორციელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი