ბადრი ფიფიას ოჯახი სამართალდამცველებს იარაღისა და ნარკოტიკის ჩადებაში ადანაშაულებს

ზუგდიდში, გუშინ დაკავებული ბადრი ფიფიას ოჯახი აცხადებს, რომ ბრალდებულს იარაღი და ნარკოტიკი ჩაუდეს.

განცხადება ჟურნალისტებთან ფიფიას ადვოკატმა ჯიტა გულუამ გააკეთა. მისივე თქმით, ასევე გაუგებარია, რატომ ჩაატარა სპეცოპერაცია იმერეთის სამხარეო პოლიციამ.

ცნობისთვის, ბადრი ფიფია სამართალდამცავებმა საკუთარ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გუშინ საღამოს აიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, მას ბრალად სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე და 260-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედებები ედება.

თვითმხილველების ინფორმაციით, მისი დაკავება მაშინ მოხდა, როცა სადარბაზოდან გამოდიოდა და ავტომობილში ჯდებოდა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი