ბახმაროს საცხენოსნო დოღის მთავარი პრიზიორი ზუგდიდელი საბა თელია გახდა

კურორტ ბახმაროში ტრადიციული დოღი გაიმართა.
,,ბახმაროს დიდი თასი 2023″-ის მთავარი პრიზიორი ზუგდიდის საცხენოსნო კლუბ ,,ხარებას” წევრი საბა თელია გახდა.
გამარჯვებულები სამ გარბენში გამოვლინდნენ.

დოღში მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, საპრიზო ფონდი კი 7000 ლარს შეადგენდა.


ბახმაროში დოღი ყოველ 19 აგვისტოს, ფერისცვალების დღესასწაულზე იმართება.

კომენტარები

დატოვე კომენტარი