თბილისში ერთ-ერთ ბარში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს

თბილისში, ერთ-ერთ ბარში, ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს.

დანაშაული, სავარაუდოდ, გამთენიისას მოხდა. ადგილზე ამ დროისთვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდას ჭრილობები ცივი იარაღით მიაყენეს. დანაშაულის მოტივი ამ ეტაპზე უცნობია.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 108-მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი