ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ მასწავლებელს გირაო შეეფარდა

ბავშვზე ძალადობაში ბრალდებულ საბავშვო ბაღის აღმზრდელს სასამართლომ 5 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.

ინციდენტი სამეგრელოში, სოფელ ზედა ეწერში მოხდა.

ბავშვის მშობლის მტკიცებით, ის ოთახში სწორედ იმ დროს შევიდა, როცა პედაგოგი, ინგა ვეკუა მისი 5 წლის კუთხეში მყოფ შვილს აჯანჯღარებდა.

ბავშვების მიმართ უდიერ მოპყრობას უარყოფს საბავშვო ბაღის პედაგოგი, ინგა ვეკუა.

მისი მტკიცებით, მისი აღსაზრდელი საკმაოდ უხეში ბავშვია და ის თანატოლებზე ხშირად ძალადობს, რის გამოც მან მშობელს ბაღში მისვლა თხოვა და ამტკიცებს, რომ თათია გამსახურდიას მხრიდან პოლიციაში ჩივილის მიზეზი, სიტყვიერი შელაპარაკების გამო შურისძიებაა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი