მსეტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ბეჩოს მცხოვრებლებმა, რომლებიც სოფლის შიდა გზის რეაბილიტაციას ითხოვენ, აქცია-პიკეტი შეწყვიტეს. აქციის მონაწილეებს სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოადგილე ნინო ვიბლიანი და მესტიის პოლიციის უფროსი შეხვდნენ. ვიბლიანი ადგილობრივებს პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრას დაჰპირდა.
“სამშენებლო კომპანიისაგან მივიღეთ პირობა, რომ ბეჩოს 3.7 კმ-იან მონაკვეთზე უმოკლეს დროში მოხდება გზის საფარის მოწესრიგება, ეს საკითხი პირად კონტროლზე აიყვანა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის აპარატმა. ხვალიდან ტექნიკის სრულად მობილიზება მოხდება და უკვე ზეგიდან აღდგენითი სამუშაოები განახლდება”, – განაცხადა ვიბლიანმა.