ბერლინის პოლიციის ინფორმაციით, ზოოპარკთან მოწყობილ საშობაო ბაზრობაზე სატვირთო ავტომანქანის შევარდნის შედეგად სულ მცირე, 9 ადამიანი გარდაიცვალა, 50-მდე კი დაშავდა.
ამის შესახებ ბერლინის პოლიციის პრესამსახური „თვითერის“ გვერდზე იუწყება.
ადგილზე მეხანძრეები და პოლიცია მუშაობს.
სამართალდამცველების ინფორმაციით, ეჭვმიტანილი უკვე დაკავებულია. პოლიცია ვარაუდობს, რომ მომხდარი ფაქტი ტერაქტი იყო. მიმდინარეობს გამოძიება