ბესიკ ფარცვანია ზედა და ქვედა ოჭანეს მოსახლეობას შეხვდა

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ წალენჯიხის მერობის კანდიდატი ბესიკ ფარცვანია ჯვარის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ზედა და ქვედა ოჭანეს მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა ადგილობრივებს მაჟორიტარობის კანდიდატი    გოჩა ლიპარტია წარუდგინა. შეხვედრაზე ასევე, იმყოფებოდა წალენჯიხის საკრებულოს წევრი დარეჯან დადიანი.

ბესიკ ფარცვანიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით განხორციელებულ  პროექტებზე ისაუბრა და მოსახლეობას მომავალი ოთხი წლის  სამოქმედო გეგმა  გააცნო.

შეხვედრაზე აღინიშნა, უახლოეს მომავალში, წალენჯიხა-ოჭანე-ჯვარის საავტომობილო გზის სრული რეაბილიტაცია გაგრძელდება. ასევე,  დაიწყება ოჭანეს საბავშვო ბაღის მშენებლობა. მოსახლეობამ  კი,  მთავარ  პრიორიტეტად  შიდა  საუბნო  გზებისა და   საბავშვო ბაღის  მშენებლობა დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი