ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელი #53 საარჩევნო უბანზე ხმის მიწემის პრცედურა შეფერხებით მიმდინარეობს, როგორც ამომრჩეველი Newsportal-თან საუბარში აცხადებს, საარჩევნო უბანზე ხმის მისაცემად პოლიტიკური ნიშნით არ უშვებენ.
“მე ვერ გეტყვით რომელ პოლიტიკურ პარტიას ვუჭერ მხარს, მაგრამ მათ იციან ვის ვაძლევ ხმას და ამიტომ არ მიშვებენ, ან ხელოვნურად წელავენ პროცესს” აცხადებს ერთ-ერთი ამომრჩეველი როინ ქობალია.
საუბნო კომისიის თავმჯდომარე კი განმარტავს, რომ “დღის მეორე ნახევარში უბანზე ამომრჩეველთა დიდი ნაკადი მივიდა, რომელთაგან ასობგერა ქ-ზე არის საკმაოდ ბევრი მოქალაქე და რეგისტრატორი მათ ოპერატიულად დარეგისტრირებას ვერ ასწრებს” – მარინა ციმინტიას განცხადებით უბანზე რიგები ამიტომაცაა.