“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” ხელმძღვანელის ბიძინა ივანიშვილის ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობა“ გარკვეულ ექსცესებს გეგმავს
ამის შესახებ ექსპრემიერმა პარტიის მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის შტაბში მისვლისას ჟურნალისტებს განუცხადა.
„ველოდით ამ შედეგს, ჩვენ მუდამ ვაცხადებდით 53-54%-ს და ახლოს ვართ ეგზიტპოლის შედეგებთან, თუმცა ეს ეგზიტპოლია, დაველოდოთ ცესკო-ს საბოლოო შედეგებს. „ნაციონალური მოძრაობა“ ექსცესებს გეგმავს, თუმცა მობილიზებულია პოლიცია და შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. მე მგონია, რომ ვერაფერს შეძლებენ, თუმცა ეს განცდა სულ აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, – განაცხადა ივანიშვილმა.