ბიძინა ივანიშილთან შეხვედრის მოთხოვნით ზუგდიდში გამართული აქცია უშედეგოდ დასრულდა

როგორც ცნობილია, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშილი დღეს ზუგდიდს სტუმრობდა, სადაც მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. ივანიშვილთან შეხვედრა სურდათ შპს “ამი 2014”-ის მუშებსა და “ნაციონალური მოძრაობის წევრებსც, რომლებიც კულტურის ცენტრ “ოდიშის” წინ შეიკრიბნენ, თუმცა ბიძნა ივანიშვილი მათ არ შეხვდა.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ქალაქში ქვაფენილების დაგებისთვის კუთვნილი ანაზღაურება ამ დრომდე არ მიუღიათ და ყოფილ პრემიერთან სწორედ ამ საკითხზე სურდათ გასაუბრება.

“ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანი წითლიძის თქმით კი, მუშების ანაზღაურების საქმეში ზუგდიდის ვიცე-მერი გია გულორდავაა გარეული, რომელიც ბიძნა ივანიშილის კურსელია და სწორედ ამიტომ სურდათ მისთვის ინფორმაციის მიწოდება პრობლემის თაობაზე.

“საქმე აღიძრა კიდეც, პროკურატურა, ადგილობრივი მთავრობა, ყველა საქმის კურსშია, თუმცა ამ ადამიანებს ყურადღებას არავინ აქცევს, სწორედ ამის გამო გვინდოდა ივანიშილთან შეხვედრა”, – აღნიშნა წითლიძემ.

ბიძინა ივანიშვილმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ აქციის მონაწილეებს შეუძლიათ მისი კორდინატების მოპოვება და ინფორმაციის მიწოდება, რომელსაც გაეცნობა.

აქციის მონაწილეებმა ივანიშილი სხვადასხვა შეძახილებით გააცილეს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი