ბიზნეს ფესტივალის სტუმრებმა Gem-fest-ის ტერიტორია დაათვალიერეს

ანაკლიის პირველი ბიზნეს ფესტივალის სტუმრებმა ელექტრონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის “Gem-fest”-ს ტერიტორია დაათვალიერეს და ფესტივალის ბოლო სამზადისს გაეცნენ.

ელექტრონული მუსიკის ფესტივალი 14 ივლისს დაიწყება და წელს ის ერთ თვიანი იქნება. წლევანდელი „Gem-fest“-ი ხანგრძლივობათან ერთად, ყველაზე მეტი ღონისძიების ორგანიზებითაც გამოირჩევა, ფესტივალის მიმდინარეობისას აქ 3000-მდე სხვადასხვა სახის ღონისძიება გაიმართება.

ელექტრონულ მუსიკასთან ერთად დამსვენებელს გართობა სხვადასხვა სახალისო შოუებით და სპრტული შეჯიბრებებით შეეძლება. ანაკლიასა და განმუხურში, არსებულ საოჯახო ტიპის სასტუმროებში უკვე დაჯავშნილია 20 ათასზე მეტი ადგილი. 10 000 დამსვენებელზე იქნება გათვლილი კარვების ქალაქი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი