Black Sea Arena-ს საკონცერტო დარბაზში კრისტინა აგილერა იმღერებს

30 ივლისს, შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზ Black Sea Arena-ზე, მსოფლიო დონის ვარსკვლავი კრისტინა აგილერა იმღერებს. კონცერტზე მომღერალი სპეციალურად Black Sea Arena-ს გახსნისთვის ჩამოფრინდება და მის ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

Black Sea Arena-ს დირექტორის დიმიტრი ბერიძის ინფორმაციით, ბილეთების ფასი 50 ლადან დაიწყება, ხოლო VIP ადგილები  600 ლარი ეღირება. ბილეთების გაყიდვა tkt.ge -ზე 12 ივლისს დილის 9 საათზე დაიწყება.

ექვსგზის გრემის მფლობელი ვარსკვლავის შოუ-კონცერტზე დასწრების საშუალება 9500-მდე ქართველ და უცხოელ მსმენელს მიეცემა.

კონცერტის ორგანიზატორების თქმით, Black Sea Arena-ზე ამ ზაფხულს 6 ღონისძიებაა დაგეგმილი. მათ შორის იქნება სპორტული ღონისძიებებიც.

ფონდმა ქართუმ 200 მილიონი ლარის ღირებულების საკონცერტო დარბაზი სახელმწიფოს 10 ივლისს გადასცა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი