Black sea arena-ზე ვანესა მეი კონცერტს გამართავს

მევიოლინე ვანესა მეი საქართველოს ესტუმრება და 6 აგვისტოს Black sea arena-ს სცენაზე კონცერტს გამართავს.

დიდი ბრიტანეთის წარმატებული არტისტი ქართველი და უცხოელი მაყურებლის წინაშე სპეციალური შოუ-პროგრამით წარდგება და ცნობილ ჰიტებს შეასრულებს.

ვანესა მეის კონცერტზე დასასწრები ბილეთების ფასი 30 ლარიდან დაიწყება და მსურველებს მისი  შეძენა 18 ივლისს დილის 9:00 საათიდან tkt.ge-ზე შეეძლებათ.

ელექტრონული კლასიკის დედოფლად წოდებული ვანესა მეი კლასიკური მუსიკის პირველი წარმომადგენელია, რომელმაც “Brit Awards”-ის ნომინაცია მიიღო, როგორც საუკეთესო ქალმა არტისტმა. მას 1997 წელს მიღებული აქვს “მსოფლიო მუსიკის ჯილდო”.

კომენტარები

დატოვე კომენტარი