საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან ცხრა პაციენტი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ stopcov-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
დღევანდელი მონაცემებით, განკურნებულთა საერთო რაოდენობა 1 363-ს შეადგენს.
ამასთან, ბოლო 24 საათში ქვეყანაში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ქვეყანაში „კოვიდ-19“-ის სულ 2075 შემთხვევაა დადასტურებული.
კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, 158 ახალი შემთხვევიდან 87-აჭარას, 28-სამეგრელოს, 19-იმერეთს, 6-გურიას, 18-თბილისს უკავშირდება.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 882 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 390 ადამიანი გადის.
ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.