ბოლო ათ წელიწადში ქვეყანაში სიღარიბე ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია – პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ბოლო სამ წელიწადში საკმაოდ შემცირდა სიღარიბე და უმუშევრობა.

“სიღარიბე და უმუშევრობა დღეს ისტორიულ მინიმუმზეა. 2012 წელს თუ გავიხსენებთ, მაშინ სიღარიბის მაჩვენებელი დაახლოებით 30 პროცენტი იყო, უმუშევრობა იყო 27 პროცენტზე მეტი, დღეს კი, უმუშევრობის დონე დაახლოებით 17 პროცენტია, ხოლო სიღარიბის მაჩვენებელი – 15 პროცენტზე. სიღარიბე ბოლო ათ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა დაძლია“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი