ზუგდიდში, ბოტანიკურ ბაღში შესვლაზე ტარიფების დაწესებას ადგილობრივები აპროტესტებენ.
აქციის მონაწილეების განცხადებით, იმ ფონზე, როცა ქვეყანაში ეკონომიკური კრიზისია, ბოტანიკური ბაღი ტარიფებს არ უნდა აწესებდეს.
მოძრაობა “ხმის” წარმომადგენელ გიორგი ხასაიას თქმით, ბოლო კვლევების მიხედვით, ადგილობრივები ოჯახები შემოსავლის დიდ წილს საკვებზე ხარჯავენ, ზუგდიდში კი, ადგილობრივი მოსახლეობის 54% სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფთა ბაზაშია.
ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკურ ბაღში პირველი თებერვლიდან შესვლა ფასიანი ხდება. ტერიტორიის უფასოდ დათვალიერების უფლებით ისარგებლებენ: პენსიონრები; საპატიო ზუგდიდელები; ობოლი, მშობელთა მზრუნველობას მოკლებული მოზარდები; ომის მონაწილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანები და მათთან გათანაბრებული პირები; ოჯახები, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა არ აღემატება 100-000 ქულას.