ბულგარეთის ელჩის ვიზიტი ზუგდიდში

ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დესისლავა ივანოვა სამეგრელო ზემო სვანეთის რეგიონს სტუმრობს. ელჩი სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციაში, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეს დავით კოდუას შეხვდა. სადაც მხარეებმა ურთიერთთანამშრომლობის გეგმები ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და განათლების მიმართულებით განიხილეს.

დესისლავა ივანოვა და  დავით კოდუა, გუბერნატორის ადმინისტრაციისა და ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს ორგანიზებით გამართულ დოკუმენტურ გამოფენას, მაცი ხორავას სახელობის არტ-გალერეაში დაესწრნენ. სადაც ელჩმა და გუბერნატორის მოადგილემ ორი ქვეყნის ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე ისაუბრეს.

ბულგარეთი წელს ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანაა. ოფიციალურმა სოფიამ პრიორიტეტებად ევროპის მომავალი, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაასახელა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი