ცაგერის მუნიციპალიტეტში 2 სოფელი ჩაიკეტა

ცაგერის მუნიციპალიტეტში ორი სოფელი ჩაიკეტა. სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში გადაადგილება დღეიდან იზღუდება, მიზეზი კორონავირუსის გახშირებული რაოდენობა გახდა.

დღეს სოფლებში კორონავირუსის შვიდი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დაწყებულია მოსახლეობის ტესტირება.

ადგილზე პოლიციის სპეციალური საკონტროლო პუნქტები მოეწყო.

ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ორბელსა და ლაჯანაში შემსვლელ და გამომსვლელ ყველა მოქალაქეს ადგილზე ჩაუტარდება პირველადი თერმოსკრინინგი და ტესტირება. პოლიცია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანამშრომლებთან ერთად, აღნიშნულ დასახლებებში შემსვლელი და გამომსვლელი მოქალაქეების სავალდებულო თერმოსკრინინგს და ტესტირების პროცესს აქტიურ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში გაუწევს მონიტორინგს.

აღსანიშნავია, რომ ცაგერის მუნიციპალიტეტის სოფლებში შესვლა-გამოსვლა არ იზღუდება და არ წესდება სხვა მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი