…
კატეგორია: ყველა სიახლე
16 ივლისს სამეგრელოში აბონენტების ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება
გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 16 ივლისს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება “ენერგო-პრო ჯორჯიას” ქსელში ჩართულ აბონენტებს. ზუგდიდში – 10:30-დან 18:30 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: შარტავას, ლესელიძის, შენგელიასა და მიმდებარე ქუჩებს. სენაკში – 08:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით სოფლებს: ფოცხოს, უშაფეთს, ლეძაძამესა და მიმდებარე სოფლებს. ასევე რუსთაველის, ბარათაშვილის, არჩაიას, კოსტავას, ჩხეტიას, შეროზიასა და მიმდებარე ქუჩებს. ფოთში – 11:00-დან 17:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით ქუჩებს: ფალიაშვილის, გორგასალის, აღმაშენებელისა და მიმდებარე ქუჩებს.ასევე 9 აპრილის ხეივანს. აბონენტთა ენერგომომარაგება აღდგება, სამუშაოების დასრულებისთანავე, ჩვეულ რეჟიმში.