სენაკში პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებულ ხუთ პირს პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სენაკის რაიონულმა სასამართლომ მიიღო. დაცვის მხარე, დაკავებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა. ფაქტზე გამოძიება 353-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს. შეგახსენებთ, საპატრულო პოლიციის თანამშრომლის ცემის ბრალდებით 24 აპრილს 5 პირი დააკავეს. შემთხვევა სენაკის ცენტრში, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ მოხდა.











