ცესკო – საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება

ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილებით,  2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართება.

“არჩევნები 73 საარჩევნო ოლქში გაიმართება. მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 637 და გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 საარჩევნო უბანი გაიხსნება. საზღვარგარეთ გახსნილი უბნების რაოდენობა კი ჯამურად 57-ს შეადგენს. ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 504 082 ამომრჩეველია, საზღვარგარეთ რეგისტრირებულია 14 795 ამომრჩეველი, ჯამში სულ – 3 518 877 ამომრჩეველი”, – განმარტავენ ცესკოში.

საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 25 კანდიდატი მონაწილეობდა. მეორე ტურში გადასვლა კი პეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა 38,64 %-ით და პოლიტიკური გაერთიანება „ძალა ერთობაშიას“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, გრიგოლ ვაშაძემ 37,74 % -ით  შეძლეს.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი