ცესკომ 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების საბოლოო შედეგები დაამტკიცა.

ცესკო-ს მონაცემებით, ამომრჩეველთა ხმები ასე გადანაწილდა:

„ევროპული საქართველო“ – 3,79 პროცენტი, მანდატების რაოდენობა ხუთი.

„ნაციონალური მოძრაობა-ძალა ერთობაშია“ – 27,18 პროცენტი, მანდატები 36.

„პატრიოტთა ალიანსი“ – 3,14 პროცენტი, მანდატები ოთხი.

„ლეიბორისტული პარტია“ – ერთი პროცენტი, მანდატი ერთი.

„მოქალაქეები-ალეკო ელისაშვილი“ –  1,33 პროცენტი, მანდატები ორი.

„გიორგი ვაშაძე-სტრატეგია აღმაშენებელი“ – 3,15 პროცენტი, მანდატები ოთხი.

„გირჩი“ – პროცენტი 2,89, მანდატები ოთხი.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ – 48,22 პროცენტი, მანდატების რაოდენობა 60.

„ლელო“ – 3,15 პროცენტი, მანდატების რაოდენობა ოთხი.

კომენტარები

დატოვე კომენტარი