ცესკომ მარტვილში საკრებულოს შუალედური არჩევნების თარიღი დანიშნა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საკრებულოების შუალედური არჩევნები დანიშნა. მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოების შუალედური არჩევნები მიმდინარე წლის 27 ოქტომბერს გაიმართება.

შუალედური არჩევნები ჩატარდება მარტვილის მუნიციპალიტეტის კიწიის თემში.


ცესკოს განკარგულებით, არჩევნებისთვის საოლქო საარჩევნო კომისიების დროებითი წევრების ვაკანტური ადგილების დასაკავებლად შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. ასევე განისაზღვრა საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების შესარჩევი კონკურსის წესი, პირობები და ვადები.

კომენტარები

დატოვე კომენტარი