ცესკო-სთან სამართალდამცველებმა წყლის ჭავლი გამოიყენეს

ცესკო-ს შენობასთან სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების მიმართ წყლის ჭავლი გამოიყენეს. აქციის მონაწილეები კი, ცესკო-ს შესასვლელთან განლაგებულ სამართალდამცველებს ქვებს ესვრიან.

ცესკო-ს შენმობასთან პარლამენტის წინ მყოფი აქციის მონაწილეები მივიდნენ, რომლებიც დღის 15:00 საათიდან აქციას საკანონმდებლო ორგანოსთან მართავდნენ.

აქციის მონაწილეები პოლიციელებს პოლიტიკური დავალების შესრულებაში ადანაშაულებენ და მოუწოდებენ, ხალხის გვერდით დადგნენ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი