ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა – ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სუმზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ეხმაურება, რის შედეგადაც 34 ადამიანი დაიღუპა.

“ბზობის კვირას, როცა უკრაინელები მშვიდობიანად იყვნენ შეკრებილნი, რუსეთმა სარაკეტო იერიში მიიტანა სუმზე. დაიღუპა და დაშავდა მშვიდობიანი მოსახლეობა. ჩემი ფიქრები დღეს უკრაინელ ხალხთანაა”, – წერს ზურაბიშვილი x-ზე.

კომენტარები

დატოვე კომენტარი