“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, საქართველოს მე-3 პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირების აღდგენა შეუძლია.
„მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა არის ერთ-ერთი მთავარი დამაბრკოლებელი ფაქტორი, რის გამოც გაწყვეტილია საქართველოს კავშირი ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებთან. ბუნებრივია, “ქართული ოცნების” სიძულვილით დანერგილი ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დავასრულოთ და პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს იმისათვის, რომ საქართველომ ჩვენს მოკავშირეებთან ნორმალური პარტნიორული ურთიერთობის აღდგენა შეძლოს და ამაში უზარმაზარი წვლილის შეტანა თავად მიხეილ სააკაშვილს შეუძლია.
მას შეუძლია, იყოს ადამიანი, რომელიც აღადგენს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ პარტნიორებთან კავშირებს და ეს ქართველ ერს უზარმაზარ მატერიალურ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ სარგებელს მოუტანს“, – განაცხადა ჭიაბერაშვილმა.
შეგახსენებთ, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა, მიხაილო ხარიშინიმ „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ბატონი სააკაშვილის ფაქტორი მნიშვნელოვანია უკრაინისთვის და მათ შორის ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი განვითარებისთვის”.