ჩინეთიდან ჩამოსულ ქალს კორონავირუსი არ დაუდასტურდა – პაატა იმნაძე

22 წლის ბაკურციხელ ქალს, რომელიც ჩინეთიდან 16 იანვარს ჩამოვიდა და ვირუსული ინფექცია აღენიშნება, კორონავირუსი არ დაუდგინდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

მისი განმარტებით, აღნიშნული შემთხვევა არცერთი საერთაშორისო სტანდარტით კორონავირუსის შესაძლო ან საეჭვო შემთხვევად არ მიიჩნევა.

პაატა იმნაძის თქმით, ქალს ვირუსული ინფექცია ოჯახის წევრებისგან გადაედო, პაციენტი სახლში მკურნალობს.

კომენტარები

დატოვე კომენტარი