ზუგდიდის სოფელ ჩხორიაში 55 წლამდე კაცი თევზაობის დროს დაიღუპა. შემთხვევა მდინარე მახარიაზე მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, კაცი ელექტროდენის გამოყენებით ცდილობდა თევზის დაჭერას, რა დროსაც მას დენმა დაარტყა. ის ადგილზე დაიღუპა.
ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.