ჩხოროწყუს მერიის ააიპ-ებში დასაქმებული პირები “ალტ ინფოს” ოფისს ხელმძღვანელობენ – “ფლანგვის დეტექტორი”

არასამთავრობო ორგანიზაცია “ფლანგვის დეტექტორი” განცხადებას ავრცელებს, რომლის თანახმად, ჩხოროწყუს მერიის ააიპ-ებში დასაქმებული პირები “ალტ ინფოს” ოფისს ხელმძღვანელობენ.

“პრორუსული პარტიის, “კონსერვატიული მოძრაობის” რაიონული ხელმძღვანელებს ადგილობრივი მერიებიც ასაქმებენ: ემზარ მიქავა ა(ა)იპ ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მექანიზაციის, დასუფთავების, კეთილმოწყობისა და სასაფლაოების მოვლა-პატრონობის ცენტრის უსაფრთხოების სპეციალისტია, გია მანაგაძე უკვე წლებია, ა(ა)იპ ხონის კომუნალურ სერვის-ცენტრში მუშაობს. ალტ-ინფოს ოფისის კიდევ ერთი თანამშრომელი მანუჩარ შენგელია ჩხოროწყუს სახანძრო სამსახურში მუშაობს. ხოლო ხონის ოფისის თანამშრომელი სოსო სულავა ხონის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ ხონის სამხატვრო სკოლაშია დასაქმებული. ამ პირებისთვის პარტიული საქმიანობა კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ რამდენად გამართლებულად მიგაჩნიათ, პრორუსული პარტიის ადგილობრივ ლიდერებს ხელფასს მუნიციპალური ბიუჯეტებიდან უხდიდნენ”, – ნათქვამია განცხადებაში.

კომენტარები

დატოვე კომენტარი