გიორგი გახარიას პარტიის “საქართველოსთვის” წევრი შოთა წურწუმია ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს.
შოთა წურწუმიას 14-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. კენჭისყრაში სულ 15 ოპოზიციონერი იღებდა მონაწილეობას, არჩევის პროცესში კი 1 ბიულეტენი გაბათილდა.
რაც შეეხება მმართველ გუნდს, კენჭისყრის პროცესში “ქართული ოცნების” წევრებს მონაწილეობა არ მიუღია.
ცნობისთვის, ჩხოროწყუს ახლადარჩეულ საკრებულოში 27 დეპუტატია.