ჩხოროწყუს სამ სკოლაში დღეს სასწავლო პროცესი ჩაიშალა. მასწავლებლები და მოსწავლეები საკლასო ოთახებში არ შევიდნენ და ამ ფორმით ახალი დირექტორების არჩევა გააპროტესტეს.
ისინი განათლების სამინისტროსგან არგუმენტებს მოითხოვენ, თუ რატომ არ რჩებიან პოსტებზე დირექტორები, რომლებიც სკოლებს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდნენ.
ადგილობრივ რესურსცენტრში განმარტავენ, რომ საგაკვეთილო პროცესის ჩაშლა მიუღებელია. მათი თქმით, პროტესტის მონაწილეებს უკვე შეხვდნენ.