ჭუბერში მთის ჩამოშლამ სტიქია გამოიწვია, რის გამოც ათამდე თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფელ  ჭუბერში, სტიქიამ რამდენიმე სახლი დაიტბორა და  ინფრასტრუქტურა დააზიანა. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, მთის ნაწილის ჩამოშლამ მდინარე ნენსკრას ადიდება გამოიწვია, რის გამოც ათამდე  თემი გარესამყაროსაა მოწყვეტილი.

სტიქიის შედეგად წაღებულია ხიდები, ჩამორეცხილია სოფლებს შორის დამაკავშირებელი საავტომობილო გზები.

არსებული ინფორმაციით, სტიქიის ზონაში,  საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლები არიან მობილიზებულნი, რომლებიც ღვარცოფის სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებენ, ადგილზე ასევე იმყოფებიან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

 

კომენტარები

დატოვე კომენტარი