ჭუბერში აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. სტიქიის ზონაში 60-ზე ეტი სამშენებლო ტექნიკა მუშაობს. დღის ბოლომდე დასრულდება პანელური ხიდის აწყობა, რის შემდეგაც შესაძლებელი გახდება ნენსკრას მარცხენა მხარეს მძიმე ტექნიკის გადაყვანა. მძიმე ტექნიკა მუშაობს ალტერნატიულ შემოვლითი გზის გაყვანაზეც. სპეციალური სანათების საშუალებებით ტექნიკის ნაწილი მთელი ღამის განმავლობაში მუშაობს.
სტიქიით დაზარალებულებთან ერთად საკვები პროდუქტები, მედიკამენტები და პირველადი მოხმარების ნივთები ჭუბერის თემის ყველა მოსახლეს ურიგდება.
სტიქიის ზონაში, იმყოფებიან და სალიკვიდაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობენ, ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გაადადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია, ინფრასტრუქურის სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლები.