ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები შემცირდეს – პრემიერი

ჩვენი პოლიტიკა მიმართულია იმისკენ, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ “მოამბეში” პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა სამშენებლო სექტორის მნიშვნელობას, რომელიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და განაცხადა, რომ ამ სფეროში დაბალპროცენტიანი სესხების არსებობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

“ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ჩვენ სამშენებლო სექტორში გვქონდეს დაბალპროცენტიანი იპოთეკური სესხები ლარში, რათა მეტი ხელმისაწვდომობა ჰქონდეთ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენი პოლიტიკაც სწორედ ამისკენ არის მიმართული, რომ საპროცენტო განაკვეთები, განსაკუთრებით იპოთეკურ სესხებზე შემცირდეს და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ჩვენი მოქალაქეებისთვის. ბუნებრივია, ამ მიმართულებით ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ”, – აღნიშნა პრემიერმა.

კომენტარები

დატოვე კომენტარი