ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მყარად ევროინტეგრაციის გზაზე – კახა კალაძე

თბილისის მერი ამბობს, რომ პარტია “ქართული ოცნების” დაპირება შესრულებულია და ქვეყანა ევროინტეგრაციის გზაზე ასე მტკიცედ არასდროს მდგარა. მისი თქმით, გადაწყვეტილება იმ რეფორმების დამსახურებაა, რაც მმართველმა გუნდმა შეასრულა.

“ვულოცავ სრულიად საქართველოს. ამ ისტორიული გადაწყვეტილებით ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა გვითხრეს, რომ საქართველო არის ევროპის ნაწილი, რომელიც იმსახურებს ღირსეულ ადგილს დიდ ევროპულ ოჯახში, რომელიც ჯერ კიდევ ჩვენი წინაპრების, საქართველოს მოსახლეობის ხელისუფლების საერთო ძალისხმევის შედეგია. ეს არის იმ რეფორმების დამსახურება, რომელიც მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა გასწია, პარტია “ქართული ოცნების” დაპირება შესრულებულია. ჩვენი ქვეყანა არასდროს მდგარა ასე მყარად ევროინტეგრაციის გზაზე”, – განაცხადა კალაძემ.

კომენტარები

დატოვე კომენტარი